Thumbnail

ახალი დეტალები BTS-ის მომავალ სინგლთან Butter დაკავშირებით

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BTS ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის კომპოზიციაზე Butter ისაუბრა, რომელიც 21 მაისს კლიპთან ერთად გავრცელდება. როგორც კოლექტივის წევრმა, არემმა აღნიშნა:

"ეს საზაფხულო, ძალიან ენერგიული სიმღერაა, რომელიც ძალიან დინამიკური შესასრულებელია".

BTS-მა და ჯასტინ ბიბერმა შესაძლოა, ერთობლივი სიმღერა გამოუშვან

BTS "ლუი ვიტონის" სახე გახდა

თავად გამოცემა "როლინგ სთოუნი" კი წერს:

"ეს არის ნამდვილი საცეკვაო პოპის დღესასწაული ბრუნო მარსისეული რეტრო ჟღერადობის სტილში Jam and Lewis-ის სინთეზატორების ეფექტით".

Butter-ის პრომოუშენი რამდენიმე კვირაა, აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც "ბითიესის" თითოეული წევრის მონაწილეობით რამდენიმეწამიანი კლიპები გავრცელდა.

V

JungKook

J-Hope

Jimin

RM

Suga

Jin

თაყვანისმცემლებმა კოლექტივის ინდივიდუალური და ჯგუფური თიზერ ფოტოებიც იხილეს.

JungKook

V

Jimin

J-Hope

RM

Jin

Suga

BTS

Butter ბოიბენდის მეორე სრულად ინგლისურენოვანი სიმღერა იქნება 2020 წლის აგვისტოში გავრცელებული ჰიტის Dynamite შემდეგ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბიჭები კომპოზიციას ცოცხლად პირველად 23 მაისს Billboard Music Awards-ზე შეასრულებენ.

BTS-ის კლიპმა Dynamite იუთუბზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული