Thumbnail

ნახეთ: ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნი We Are The People გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის UEFA Euro 2020 ოფიციალური ჰიმნი We Are The People და მასზე გადაღებული კლიპი გავრცელდა. კომპოზიციაში ცნობილი ნიდერლანდელი დიჯეი, მარტინ გარიქსი და პოპულარული ირლანდიური ჯგუფის, U2-ს წევრები, ბონო და The Edge მონაწილეობენ. UEFA Euro 2020 სტარტს 11 ივნისს აიღებს - ის რომის ოლიმპიურ სტადიონზე იტალიისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების მატჩით გაიხსნება.

ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი გასული წლის 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით უნდა გამართულიყო, თუმცა, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მისი გადადება გახდა საჭირო. ჩემპიონატს 11 ქვეყანა: ინგლისი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები, შოტლანდია, დანია, უნგრეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი უმასპინძლებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული