Thumbnail

ჯონ ლენონის მეგობარი იხსენებს, რატომ აფრთხობდა ხალხს მუსიკოსი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის ახლო მეგობარმა, ამერიკელმა კომიკოსმა, ჩევი ჩეისმა მსახიობ რობ ლოუის პოდკასტში Literally! With Rob Lowe სტუმრობისას გაიხსენა, სად გაიცნო ჯონი და რატომ აშინებდა ეს უკანასკნელი ქუჩაში გამვლელებს.

ნახეთ: ჯონ ლენონისა და იოკო ონოს სახლის კადრები სიმღერის Isolation კლიპში

ნახეთ: ჯონ ლენონი და იოკო ონო 1969 წელს რეპეტიციაზე

"1970-იან წლებში ნიუ იორკში ვცხოვრობდი მდინარე ჰადსონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ლენონსა და იოკოსაც სადღაც მახლობლად ჰქონდათ სახლი. პატარა სკვერში ჯონს ხშირად ვხედავდი, ჭამდა ხოლმე. მეც არაერთხელ მივსულვარ იქ საჭმელად. მახსოვს, როდესაც ლენონს პირველად შევხვდი, ხელში უზარმაზარი სენდვიჩი მეჭირა. საბოლოოდ, იქაურობა ჯონთან და იოკოსთან ერთად დავტოვე. ჯონი ცოტა თავხედი ადამიანი იყო, არა ცინიკოსი, მაგრამ უხეში. იუმორიც თავისებური ჰქონდა და ამის გამო გამვლელებს აფრთხობდა. ავტოგრაფის თხოვნასაც კი ერიდებოდნენ. ჩვენ მაინც ძალიან დავახლოვდით. მისი გარდაცვალების შემდეგ კი პოლ მაკკარტნისაც დავუმეგობრდი", - იხსენებს ჩევი ჩეისი.

ჯონი და იოკო მდინარე ჰადსონთან, 1972 წლის ნოემბერი

ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ "ბითლზში" მოღვაწეობით გაიცნო. 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, მან სოლო კარიერა დაიწყო. მას და იოკო ონოს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის დუეტი Plastic Ono Band ჰქონდა ჩამოყალიბებული. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და ა.შ. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული