Thumbnail

ბრონქსელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მაიკლ ჯორდან ბონემა, ფსევდონიმით MIKE, მსმენელს ვიზუალურ ნამუშევართან ერთად გამოქვეყნებულ ახალ კომპოზიციას Crystal Ball სთავაზობს. პროდიუსერი dj blackpower გახლავთ, რომელიც მაიქის ალტერნატიული პროექტია. ტრეკი ანდერგრაუნდ ემსის მომავალი ალბომის Disco! ერთ-ერთი სინგლია. სტუდიური ჩანაწერი 21 ივნისს გამოიცემა.

ნახეთ: MIKE - Evil Eye

მოუსმინეთ: MIKE ინსტრუმენტულ ჩანაწერს BLP2021: “For Ur Own Good" აქვეყნებს

ნახეთ: MIKE ვიდეორგოლს No, No! ავრცელებს

მაიქი ანდერგრაუნდ რეპერია, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში მოღვაწეობს. არტისტი ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, წლების განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. სწორედ ამან განაპირობა მისი ნამუშევრების ჟღერადობა, რომელიც სხვადასხვა ლოკალური მიმართულების გავლენით შეიქმნა. რეჩიტატივის კითხვასთან ერთად მაიქი პროდიუსინგითა და სელექციითაა დაკავებული. დღემდე მან თაყვანისმცემლებს 8 ალბომი და 10 EP შესთავაზა. მისი კითხვის მანერა მონოტონურობით გამოირჩევა, რომელსაც ხშირად ჯაზის რამდენიმეწამიანი ლუპები ერწყმის. შემსრულებლის მთავარი მენტორი გავლენიანი მუსიკოსი MF DOOM გახლდათ. თანამედროვე კოლეგებიდან ნიუ იორკელი რეპერი ხშირად ცნობილ კალიფორნიელ არტისტთან, ერლ სვითშერთთან თანამშრომლობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული