Thumbnail

მოუსმინეთ: Kodak Black მიქსტეიპს Haitian Boy Kodak აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ფლორიდაში მოღვაწე წარმოშობით ჰაიტელმა ჰიპ ჰოპ შემსრულებელმა, კოდაკ ბლექმა გაყიდვაში ახალი კომერციული მიქსტეიპი Haitian Boy Kodak ჩაუშვა. პოპულარული მუსიკოსის სტუდიური ნამუშევარი 8 კომპოზიციას აერთიანებს. ჩანაწერის ფარგლებში კოდაკს მოწვეულ არტისტთან არ უთანამშრომლია.

მოუსმინეთ: Kodak Black - Rip Stick

ნახეთ: Kodak Black - Easter In Miami

ნახეთ: Kodak Black - Righteous Reapers

კოდაკ ბლექმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა. ორი წლის შემდეგ კი კოდაკმა, რომელიც იმ დროისთვის ციხეში სასჯელს იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის იხდიდა, საპატიმროდან მესამე სტუდიური ნამუშევარი Bill Israel გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული