Thumbnail

მოუსმინეთ: Morrissey-ს შთაგონებით შექმნილი სიმღერა სერიალ The Simpsons-ში

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული ანიმაციური სერიალის, "სიმფსონების" 32-ე სეზონის მე-19 ეპიზოდი Panic on the Streets of Springfield ცნობილ ბრიტანელ მუსიკოსზე, სტივენ პატრიკ მორისიზე იყო დაფუძნებული. სერიაში სწორედ მისი შთაგონებით შექმნილი სიმღერა Everyone Is Horrid Except Me (And Possibly You) გაჟღერდა, რომელიც პერსონაჟმა, ინდი როკ მუსიკოსმა სახელად ქუილაბიმ შეასრულა - მას მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი ახმოვანებდა. კომპოზიციის ავტორი ახალზელანდიელ კომიკოსთა დუეტის Flight of the Conchords წევრი, ბრეტ მაკკენზი გახლავთ.

სიმღერის სტუდიური ვერსია მხოლოდ ახლა გამოჩნდა სტრიმინგ პლატფორმებზე.

ეპიზოდის სახელწოდება Panic on the Streets of Springfield მორისის ყოფილი ჯგუფის, The Smiths-ის კომპოზიციის Panic შთაგონებით შეირჩა. სერიაში პერსონაჟი ლიზა სიმფსონი ბენდის The Snuffs ფრონტმენის, სახელად ქუილაბის წარმოსახვითი მეგობარი ხდება. ეს უკანასკნელი სწორედ სტივენ პატრიკ მორისის პროტოტიპი გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული