Thumbnail

ვეტერანი კანზასელი ემსი, აარონ იათსი, სასცენო სახელით Tech N9ne, მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებულ კომპოზიციას Let Lost Happen სთავაზობს. აარონის შემოქმედებისთვის ექსპერიმენტული ჟღერადობის ინსტრუმენტალის მქონე კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა HU$H მონაწილეობს. ტრეკი რეპერის ალბომის BL1GHT ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: Tech N9ne კლიპს Specter ავრცელებს

მოუსმინეთ: Tech N9ne მინი ალბომს MORE FEAR ავრცელებს

ნახეთ: Tech N9ne კლიპს Dr. Sebagh ავრცელებს

თექ ნაინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი The Calm Before The Storm 1999 წელს გამოვიდა. ჰიპ ჰოპის კრიტიკოსები მუსიკოსის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად 2002 წელს გავრცელებულ ჩანაწერს Absolute Power მიიჩნევენ, რომლის მთავარი სინგლი Imma Tell გახლავთ. კანზასელი ვეტერანი ცნობილი ანდერგრაუნდ გაერთიანების Strange Music დამფუძნებელი და ლიდერია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული