Thumbnail

ნახეთ: Moneybagg Yo, Polo G და Lil Durk კლიპში Free Promo

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი მემფისელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დიმარიო დიუეინ უაით უმცროსი, ფსევდონიმით Moneybagg Yo, მსმენელს ახალგავრცელებული ალბომის A Gangsta’s Pain სინგლზე Free Promo გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. მანიბეგის კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი პოპულარული ჩიკაგოელი კოლეგა, ლილ დერქი და ახალგაზრდა შემსრულებელი, პოლო ჯი მონაწილეობენ.

მოუსმინეთ: ფარელ უილიამსი Moneybagg Yo-ს ახალ ტრეკში Certified Neptunes

ნახეთ: Moneybagg Yo x Future - Hard For The Next

მანიბეგ იომ მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. არტისტის დისკოგრაფია 16 ოფიციალურ მიქსტეიპს, კომპილაციურ ჩანაწერსა და 4 სტუდიურ ალბომს აერთიანებს. ახალგაზრდა არტისტი ვეტერანი კოლეგის, Yo Gotti-ის დამოუკიდებელი ლეიბლის CMG წევრია. დიმარიოს ცნობილი ტრეკებია: All Of A Sudden, Doin To Much, Yesterday, Mandatory Drug Test და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული