Thumbnail

ნახეთ: The Weeknd-მა კომპოზიცია Save Your Tears შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლონდონში ბრიტანული მუსიკის ყოველწლიური დაჯილდოება Brit Awards გაიმართა. კანადელი შემსრულებელი The Weeknd ღონისძიებას არ დასწრებია, თუმცა, მაყურებლის წინაშე პერფორმანსის ვიდეოჩანაწერით წარდგა. არტისტმა თავის ბოლო ალბომში After Hours შესული კომპოზიცია Save Your Tears შეასრულა. აკომპანემენტს მას ამერიკელი პროდიუსერი Oneohtrix Point Never უწევდა.

ნახეთ: 2021 წლის Brit Awards-ის გამარჯვებულები

2021 წლის Brit Awards-ის პერფორმანსები

კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წელს გავრცელებული მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.

2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელმაც "ბილბორდის" ჩარტში ლიდერის პოზიცია დაიკავა. 2016 წელს კანადელი შემსრულებლის მორიგი წარმატებული ნამუშევარი Starboy გამოდის. 2020 წლის მარტში კი გაყიდვაში მისი მეოთხე სტუდიური ალბომი After Hours ეშვება. სამი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. არტისტის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ ქელიმ მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული