Thumbnail

ფრანგული ელექტრონული დუეტის Justice წევრმა, გასპარ ოჟემ ახალი კომპოზიცია Hey! და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის სადებიუტო სოლო ალბომში Escapades იქნება წარმოდგენილი, რომელიც 25 ივნისს გამოიცემა.

გასპარ ოჟემ ქსავიე დე როსნესთან ერთად ელექტრონული დუეტი Justice 2003 წელს ჩამოაყალიბა. ორი გრემის მფლობელ დუეტს ამ დრომდე სამი ალბომი აქვს გამოცემული. 2021 წელს კი ოჟემ სადებიუტო სოლო ალბომზე Escapades დაიწყო მუშაობა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული