Thumbnail

ნახეთ: Headie One კომპოზიციებს Ain’t It Different და Princess Cuts ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლონდონში ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება Brit Awards გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, ლოკალური სცენის წარმომადგენელმაც, გრაიმ არტისტმა, ირვინგ ედჯიმ, ფსევდონიმით Headie One მიიღო. მაყურებელთა წინაშე ემსიმ სადებიუტო ალბომის Edna სინგლები Ain’t It Different და Princess Cuts შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ჰედი უანს პერფორმანსში მისი კოლეგები AJ Tracey, Young T და Bugsey დაეხმარნენ.

2021 წლის Brit Awards-ის პერფორმანსები

ნახეთ: 2021 წლის Brit Awards-ის გამარჯვებულები

ჰედი უანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. ის ბრიტანეთში პოპულარული მუსიკოსია. ირვინგის დისკოგრაფია 8 მიქსტეიპსა და ერთ ალბომს აერთიანებს. დრილ შემსრულებელი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის კომერციული ჩანაწერით Music x Road გაიცნო, რომელიც ადგილობრივ ჩარტებში მეხუთე ადგილზე გავიდა. კარიერის განმავლობაში მან თანამედროვე ლოკალური სცენის ორ უდიდეს წარმომადგენელთან, სქეფთასთან და სთორმზისთან, აგრეთვე, კანადელ სუპერვარსკვლავ დრეიქთან თანამშრომლობა მოასწრო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული