Thumbnail

ბილი აილიში იხსენებს, რამ გადააწყვეტინა თმის ქერად შეღებვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ელენ დეჯენერესის შოუში სტუმრობისას განმარტა, რამ გადააწყვეტინა, ქერად შეეღება შავ-ნეონისფერი თმა, რომელსაც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ერთგულად ატარებდა. 19 წლის არტისტის თქმით, ეს ნაწილობრივ მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემლის დამსახურებაა, რომლის მიერ დამუშავებული ფოტოს ხილვის შემდეგ დარწმუნდა, რომ ასეთი ვარცხნილობა მართლაც უნდა მოესინჯა.

ბილი აილიში ეხმაურება ბრალდებას, რომ იმიჯის შეცვლით ღირებულებებს უღალატა

ბილი აილიში: სხეულის გამოჩენის გამო პატივისცემას არ უნდა ვკარგავდეთ

"თმის ქერად შეღებვაზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. არ ვიცი, ასე რამ მომანდომა. როცა მწვანე თმას ვატარებდი, ფანის მიერ დამუშავებული სურათი ვნახე, რომელშიც თმა ქერად მქონდა შეფერილი. ძალიან მომეწონა და გავიფიქრე, რომ უნდა შემეღება. ამას ოცნებასავით ვუყურებდი, არ მეგონა, თუ მართლა მოხდებოდა, რადგან ჩემმა თმამ ისედაც ბევრი გამოიარა - ვფიქრობდი, რომ მთლიანად დამეწვებოდა, თუ კიდევ ვცდიდი რაიმე ახალს. საბოლოო ფერის მიღებას ექვსი კვირა დასჭირდა. მგონი, 16 იანვარს დავიწყე ეს პროცესი და პირველი ორი კვირა საერთოდ არაფერი არ იყო, ველოდით, როდის გაჯანსაღდებოდა და შეეგუებოდა ცვლილებას. შემდეგ კი ისევ შევუდექით საქმეს და კიდევ ორი კვირა მოვიცადეთ, ასე მეორდებოდა და მეორდებოდა", - იხსენებს ბილი.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი მანამ სასურველ ვარცხნილობას მიიღებდა, შავ-ნეონისფერ პარიკს ატარებდა. ახლახან აილიშს სტივენ კოლბერის გადაცემაში მონაწილეობისას წამყვანმა ჰკითხა:

"ინტერნეტში ჭორი გავრცელდა, რომ ორი თვის წინ ამ გადაცემაში სტუმრობისას პარიკი გეკეთა, მართალია?".

"სტივ, მაშინ ისეთივე ქერა ვიყავი, როგორიც ახლა ვარ. მართალია - "ბილი აილიშის პარიკს" ვატარებდი. შავიდან ქერაზე გადასვლა ხუმრობა არ არის და ეს სწორად უნდა გააკეთო, რომ თმას სიჯანსაღე შეუნარჩუნო", - უპასუხა წამყვანს გოგონამ.

ნახეთ: ბილი აილიშმა სტივენ კოლბერის შოუში Your Power შეასრულა

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული