Thumbnail

ნახეთ: Coldplay-მ კომპოზიცია Higher Power შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლონდონში ბრიტანული მუსიკის ყოველწლიური დაჯილდოება Brit Awards 2021 გაიმართა. ღონისძიება პოპულარულმა ჯგუფმა, Coldplay-მ გახსნა, რომელმაც მდინარე ტემზაზე მოწყობილ სცენაზე თავისი ბოლო სინგლი Higher Power შეასრულა.

ნახეთ: 2021 წლის Brit Awards-ის გამარჯვებულები

2021 წლის Brit Awards-ის პერფორმანსები

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. შვიდი გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული