Thumbnail

Machine Gun Kelly საუბრობს, რატომ ინახავს ყელსაბამში მეგან ფოქსის სისხლს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კლივლენდელმა მუსიკოსმა, კოლსონ ბეიკერმა, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, ელენ დეჯენერისის შოუში თავის იმ ყელსაბამზე ისაუბრა, რომელშიც შეყვარებულის, ცნობილი მსახიობის, მეგან ფოქსის სისხლია მოთავსებული. სამკაულის ფოტო პირველად მან ვალენტინობის დღეს გამოაქვეყნა.

მეგან ფოქსი: კავშირი, რომელიც MGK-სთან მაქვს, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჩნდება

Machine Gun Kelly: მეგან ფოქსი ჩემი პირველი სიყვარულია

"ეს შენი იდეა იყო, თუ დაეცა, იტკინა და ცოტა სისხლი ასე აიღე?", - ჰკითხა ელენმა რეპერს ხუმრობით.

"მეგანი ფილმის გადასაღებად ბულგარეთში იყო ჩასული. მე კი მასთან გამგზავრებას ვერ ვახერხებდი, რადგანაც პასპორტი არ მქონდა. ასეთი რამ ჩვენს ურთიერთობაში პირველად მოხდა და ცოტა დაბნეული ვიყავი, მეგანის ნახვაც კი არ შემეძლო. ზოგიერთი ადამიანი პარტნიორს ცხვირსახოცს ან რაიმე მსგავსს ჩუქნის, მეგანმა კი თავისი დნმ მომცა. მისი სისხლის შემცველ სამკაულს სულ თან დავატარებ. საბოლოოდ მეგანთან მაინც ჩავედი და ჩვენი ურთიერთობაც უფრო გამყარდა, ამისთვის მადლობა სენატორ ბერნი სანდერსს, რომელიც პასპორტის აღებაში დამეხმარა", - იხსენებს მუსიკოსი.

წყვილი ერთმანეთს 2020 წლის მარტში ფილმის Midnight in the Switchgrass გადასაღებ მოედანზე შეხვდა, რის შემდეგაც მათი რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო. მეგანი გასულ წელს Machine Gun Kelly-ს მეხუთე ალბომში Tickets to My Downfall შესულ კომპოზიციაზე Bloody Valentine გადაღებულ კლიპშიც გამოჩნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული