Thumbnail

ნახეთ: Pageants - It Might Be Crazy

კალიფორნიული ინდი როკ დუეტი Pageants ახალ კომპოზიციას It Might Be Crazy და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი არტისტების მომავალ, რიგით მეორე ალბომში Sun and Settled Days იქნება წარმოდგენილი, რომელიც 30 ივლისს გამოიცემა.

Pageants რებეკა კოულმენმა და დევიდ ო'ბრაიენმა 2011 წელს ჩამოაყალიბეს. რამდენიმე სინგლის გამოცემის შემდეგ, 2018 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Forever გაავრცელეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული