Thumbnail

ამერიკულმა პროგრესივ მეტალ ჯგუფმა Mastodon ახალი კომპოზიცია Forged by Neron გაავრცელა. სინგლი კომპანია DC Comics-ის ახალი კომიქსის Dark Nights: Death Metal პრომოუშენის ფარგლებში შეიქმნა. კომიქსის ციფრული ვერსია 18 ივნისს გამოიცემა, ფიზიკური კი 16 ივლისს.

Mastodon ატლანტაში 2000 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 7 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: The Motherload, Blood and Thunder და High Road. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ჰევი მეტალსა და პროგრესივ მეტალს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული