Thumbnail

მუსიკოსები, რომლებიც 2021 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრუკლინელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეი ზი, პოპულარული როკ ჯგუფი Foo Fighters, ცნობილი ამერიკელი მომღერალი, თინა თერნერი, ლეგენდარული რეპერი LL Cool J და გერმანული ბენდი Kraftwerk როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ცერემონია 30 ოქტომბერს კლივლენდში ჩატარდება და საკაბელო ტელევიზია HBO-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

Jay-Z და LL Cool J როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრები გახდებიან

დიდების დარბაზის წევრები აგრეთვე ამერიკელი მომღერალი ქეროლ კინგი, როკ ჯგუფი The Go-Go's, მულტიინსტრუმენტალისტი ტოდ რანდგრენი, ბლუზ მუსიკოსი ჩარლი პატონი, სოულის შემსრულებელი ჯილ-სკოტ ჰერონი, მუსიკოსი ბილი პრესტონი და გიტარისტი რენდი როადსი გახდებიან.

აღსანიშნავია, რომ თინა თერნერი, ქეროლ კინგი და დეივ გროლი დიდების დარბაზში უკვე მეორედ შეიყვანეს. გროლი პირველად 1994 წელს შევიდა როგორც ჯგუფ Nirvana-ს წევრი, თინა თერნერი აიკ თერნერთან ერთად 1991 წელს, ხოლო ქეროლ კინგი 1990-ში ქმართან, გერი გოფინთან ერთად.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი კლივლენდში მდებარეობს. ორგანიზაცია ყოველწლიურად იმ არტისტებსა და ჯგუფებს ასახელებს, რომლებმაც მუსიკალურ ინდუსტრიაზე გავლენა მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული