Thumbnail

ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი Kazzy Jazz გარდაიცვალა

წყალტუბოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, გიორგი იოსელიანი, იგივე Kazzy Jazz გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსის მეგობარმა, რეპერმა თერიკამ მოგვაწოდა. ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, დაუდასტურებელი ვერსიით, 29 წლის შემსრულებელი თრომბმა იმსხვერპლა.

კაზი ჯაზი ქართული ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი გახლდათ. გიორგიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 18 წლის ასაკში დაიწყო. რეპერის თქმით, მისი ხელწერის ჩამოყალიბებაზე გადამწყვეტი როლი ეპოქალურმა ბრონქსელმა კოლეგამ, KRS-One-მა ითამაშა. კარიერის საწყის ეტაპზე მან სახელი ვეტერან ქართველ შემსრულებელთან, ჯერონიმოსთან თანამშრომლობით გაითქვა. მისი კომპოზიციებიდან განსაკუთრებული პოპულარობა პროექტ "ჩემი ქალაქის" ფარგლებში შექმნილმა ჩანაწერმა დაიმსახურა.

აგრეთვე აღსანიშნავია კაზი ჯაზის ნამუშევრები "დავარღვევ სიჩუმეს", "ლირიკული ინფექცია", "ჰიპ ჰოპი ჩემს ვენებში" და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული