Thumbnail

ბიორნ ულვეუსი: 2021 წელს ABBA ახალ სიმღერას გამოსცემს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ოცწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული შვედური პოპ ჯგუფი ABBA მიმდინარე წელს ახალ სიმღერას გაავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბენდის წევრმა, ბიორნ ულვეუსმა გამოცემასთან Herald Sun ინტერვიუში დაადასტურა. 

"2021 წელს ABBA ახალ სიმღერას გამოუშვებს და ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას, გადაწყვეტილი ამბავია. ჯგუფის წევრები კარგი მეგობრები ვართ. 40 წლის შემდეგ ოთხივე ერთად სტუდიაში პირველად შევიკრიბეთ", - ამბობს ბიორნი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბოლო, რიგით მერვე ალბომი The Visitors ჯგუფმა 1981 წელს გამოსცა.

► რატომ იცვამდნენ ABBA-ს წევრები ექსცენტრიკულ კოსტიუმებს

ლეგენდარული კოლექტივი 1972 წელს სტოკჰოლმში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებმა პოპულარობა 1974 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვების შემდეგ მოიპოვეს. 200 მილიონი გაყიდული ალბომით ჯგუფი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევა. კარიერის განმავლობაში არტისტებმა არაერთი ჰიტი ჩაწერეს, მათ შორის: Dancing Queen, Gimme! Gimme! Gimme! SOS, Mamma Mia, The Name Of The Game და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული