Thumbnail

ამერიკულმა პანკ როკ ჯგუფმა Sleater-Kinney ახალი კომპოზიცია Worry With You და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეათე ალბომში Path of Wellness შევა, რომელიც 11 ივნისს გამოიცემა. სტუდიური ჩანაწერი 11 სიმღერას გააერთიანებს. 

Sleater-Kinney ვაშინგტონის შტატის ქალაქ ოლიმპიაში 1994 წელს შეიქმნა, მომდევნო წელს კი მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. შვიდი სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 2006 წელს კოლექტივი დაიშალა. 2014 წელს დამფუძნებლებმა, კერი ბრაუნსტინმა და კორინ ტაკერმა ბენდი აღადგინეს და კიდევ ორი ალბომი გამოუშვეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული