Thumbnail

ნახეთ: მადონა სნუპ დოგის კლიპში Gang Signs მონაწილეობს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი, მადონა ცნობილი კალიფორნიელი რეპერის, სნუპ დოგის ბოლო კლიპში Gang Signs მონაწილეობს. არტისტი რამდენიმეწამიან მონაკვეთში საკუთარ თავს განასახიერებს. ის სიგარას ეწევა და ცეკვავს, სნუპი კი პარალელურად რეპავს:

მოუსმინეთ: Snoop Dogg ალბომს From Tha Streets 2 Tha Suites ავრცელებს

"ვცეკვავ ჩემს ახლობელ მარტასთან,
მადონას კი ჯოინთს ვაწვდი".

"Crip walking with my homegirl Martha
While I'm passing joints to Madonna".

"სახალისო იყო სნუპ დოგის კლიპში მონაწილეობა", - წერს მადონა გავრცელებული ვიდეოს აღწერის გრაფაში.

Gang Signs სნუპ დოგის ბოლო ალბომში From tha Streets 2 tha Suites არის წარმოდგენილი, რომელიც 20 აპრილს გამოიცა. ტრეკში კალიფორნიელი რეპერი Mozzy მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული