Thumbnail

მოუსმინეთ: Weezer ახალ ალბომს Van Weezer ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკული ჯგუფი Weezer ახალ, რიგით მეთხუთმეტე ალბომს Van Weezer ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი 10 კომპოზიციას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ნამუშევარის გამოცემა თავდაპირველად 2020 წლის მაისში იგეგმებოდა, თუმცა მუსიკოსების გეგმები კორონავირუსის პანდემიამ შეცვალა.

► ნახეთ: Weezer კომპოზიციაზე Grapes of Wrath გადაღებულ კლიპს ავრცელებს

► მოუსმინეთ: Weezer ალბომს OK Human ავრცელებს

ალტერნატიული როკ ჯგუფი Weezer ლოს ანჯელესში 1992 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის მიერ 1994 წელს გამოცემულმა სადებიუტო ნამუშევარმა, რომელიც Тhe Blue Album-ის სახელითაა ცნობილი, სამგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. მუსიკოსებს 15 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. მათ აქტივში გრემის ჯილდო და 45 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული