Thumbnail

ჯეიმს ჰეტფილდი: კარანტინის დროს Metallica-მ ათზე მეტი ახალი სიმღერა დაწერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის Metallica ვოკალისტმა, ჯეიმს ჰეტფილდმა პოდკასტში Fierce Firearms საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის დროს ბენდმა ათზე მეტი სიმღერა დაწერა. მუსიკოსის თქმით, კოლექტივის წევრები ახალ მასალაზე პროგრამა Zoom-ის საშუალებით მუშაობდნენ.

► Metallica-ს ფრონტმენი, ჯეიმს ჰეტფილდი: ვაქცინაციას სკეპტიკურად ვუყურებ

► ელტონ ჯონი: კარანტინის პერიოდში Metallica-სთან ვითანამშრომლე

"კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის დროს სახლში ვიჯექი და ცოტა არ იყოს ვღელავდი. თუმცა, ამავდროულად კრეატიული იდეებიც გამიჩნდა და მომინდა, ეს ყველაფერი ჯგუფის სხვა წევრებისთვისაც გამეზიარებინა. სწორედ ამიტომ, პროგრამა Zoom-ში მათთან ყოველკვირეული შეხვედრები დავიწყე. ერთხელ კი ბიჭებს ვუთხარი, რომ ახალ სიმღერას დავწერდი, დავუკრავდი და გავუგზავნიდი. ვთხოვე, რასაც საჭიროდ მიიჩნევდნენ, დეამატებინათ და ერთად გვენახა, ამ ყველაფრიდან რა გამოვიდოდა. პროცესი რთულად, მაგრამ მაინც ნაყოფიერად მიდიოდა. იმის გამო, რომ ერთ სივრცეში არ ვიმყოფებოდით, გარკვეული პრობლემებიც იქმნებოდა. თუმცა, საბოლო ჯამში ამ გზით ათზე მეტი ახალი სიმღერა შევქმენით", - ამბობს ჰეტფილდი.

 

ჯგუფი Metallica ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. ცხრა გრემის მფლობელ ბენდს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. განსაკუთრებული წარმატება მუსიკოსებს კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. კოლექტივს ამ დროისთვის ათი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული