Thumbnail

ნახეთ: დევიდ ლინჩმა დონოვანის კომპოზიციაზე I Am the Shaman კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

შოტლანდიელი მუსიკოსი Donovan კომპოზიციაზე I Am the Shaman  გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლის ავტორი ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი და მუსიკოსი, დევიდ ლინჩია, რომელიც ამავდროულად სიმღერის პროდიუსერიც გახლავთ. სინგლი დონოვანის რიგით 24-ე ალბომში Ritual Groove შედის, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა.

ვიდეოკლიპი 10 მაისს, არტისტის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოაქვეყნდა. ნამუშევარი მიზნად ლინჩისა და დონოვანის საერთო გატაცების, ტრანსცენდენტული მედიტაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

დონოვან ფილიპს ლიჩმა შემოქმედებითი კარიერა 1964 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი What's Bin Did and What's Bin Hid გაავრცელა. შოტლანდიელ მუსიკოსსა და მსახიობს ამ დრომდე 26 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. 2012 წელს დონოვანი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული