Thumbnail

ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერებმა Skrillex ახალი კომპოზიცია Butterflies გაავრცელა. ჩანაწერში პოპულარული მუსიკოსები Starrah და Four Tet მონაწილეობენ. ეს პირველი სინგლია, რომელიც სკრილექსმა 2019 წლის შემდეგ გამოაქვეყნა.

► მოუსმინეთ: Starrah სადებიუტო ალბომს The Longest Interlude ავრცელებს

► მოუსმინეთ: Four Tet-მა ორი ახალი ალბომი Parallels და 871 გამოუშვა

სონი ჯონ მურს, სასცენო სახელით Skrillex, კარიერის განმავლობაში რვა გრემის ჯილდო აქვს მოპოვებული. განსაკუთრებული პოპულარობა მას კომპოზიციებმა Bangarang, Make It Bun Dem და First Of The Year მოუტანა.

ბრიტანი ჰაზარდმა შემოქმედებითი კარიერა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსი წლების განმავლობაში ისეთი ცნობილი არტისტებისთვის წერდა სიმღერებს, როგორებიც არიან: Rihanna, The Weeknd, Halsey, Nicki Minaj და სხვები. 2020 წლის აგვისტოში მან სადებიუტო სინგლი How It Goes გამოაქვეყნა. პირველი ალბომი The Longest Interlude კი მხოლოდ ახლა გაავრცელა.

კიერან ჰებდენმა, სასცენო სახელით Four Tet, მუსიკალური კარიერა 1995 წელს პოსტ როკ ბენდის Fridge შემადგენლობაში დაიწყო. მისი სადებიუტო სოლო ნამუშევარი Double Density კი 1997 წელს გამოვიდა. პროდიუსერი ფსევდონიმით Four Tet 1998 წლიდან მოღვაწეობს. ის ბრიტანული ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. არტისტმა ბოლო ორი სტუდიური ალბომი საკუთარ ლეიბლზე Text Records გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული