Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშმა სტივენ კოლბერის შოუში Your Power შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში სტივენ კოლბერის ღამის შოუს ესტუმრა. გადაცემის მუსიკალურ ნაწილში 19 წლის არტისტმა თავისი ახალი სიმღერა Your Power შეასრულა ძმასთან, ფინიას ო’ოკონელთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ბილიმ კომპოზიცია მსმენელების წინაშე ცოცხლად პირველად იმღერა.

ბილი აილიში: ამ სიმღერებზე კლიპის გადაღება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე

კომპოზიცია გოგონას ალბომში Happier Than Ever იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 30 ივლისს ჩაეშვება.

ბილი აილიშს ჰკითხეს, რომელ გარდაცვლილ მუსიკოსთან ჩაწერდა დუეტს

ბილი აილიშმა ინსტაგრამზე რეკორდი დაამყარა

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული