Thumbnail

28 მაისს DMX-ის ახალი ალბომი EXODUS გამოიცემა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

28 მაისს მიმდინარე წლის აპრილში გარდაცვლილი გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტის, ერლ სიმონსის, ფსევდონიმით DMX, ახალი ალბომი გამოიცემა. ეს ინფორმაცია და სტუდიური ნამუშევრის EXODUS გარეკანი რეპერის წარმომადგენლებმა დიემექსის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს.

DMX: სანამ წავალ, ღმერთს თითოეული წამისთვის მადლობას გადავუხდი

18 დეკემბერი ნიუ იორკის შტატში DMX-ის დღედ გამოცხადდება

"14 წლის ბავშვს რატომ უნდა შესთავაზო კრეკი?" - DMX იხსენებს, ვინ გაასინჯა ნარკოტიკი

ცნობილია, რომ ნიუ იორკელმა ემსიმ ხსენებულ ალბომზე მუშაობა სიცოცხლეში დაასრულა. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, სტუდიური ჩანაწერის ფარგლებში ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: ფოფ სმოუქი, სნუპ დოგი, ალიშა ქისი, აშერი, ლილ უეინი, ბონო, "გრიზელდასა" და "ელოუექსის" წევრები. აღსანიშნავია, რომ ალბომის აღმასრულებელი პროდიუსერი ერლის ახლო მეგობარი, გავლენიანი მუსიკოსი, სვიზ ბითზი იქნება.

დიემექსმა შემოქმედებითი კარიერა 1991 წელს დაიწყო. 1998 წელს კი სადებიუტო ჩანაწერი It's Dark and Hell Is Hot გამოუშვა, რომლის 250 ათასზე მეტი ეგზემპლარი პირველივე კვირაში გაიყიდა. 1999 წელს გამოდის რეპერის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი ... And Then There Was X, რომელშიც ჰიტი Party Up (Up in Here) შევიდა. სიცოცხლის განმავლობაში მუსიკოსმა 8 სტუდიური ალბომის გამოცემა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობა მოასწრო, როგორებიც არიან: Jay-Z, Nas, Method Man და Swizz Beatz. სხვადასხვა დროს რეპერი გრემის სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

3 აპრილს 50 წლის რეპერი ნარკოტიკული საშუალებების ზედიზორებით გამოწვეული გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შემდეგ მუსიკოსი ვეგეტატიურ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი ტვინი აღარ ფუნქციონირებდა. დიემექსი 9 აპრილს გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული