Thumbnail

ნახეთ: ტილ ლინდემანმა კომპოზიციაზე Lubimiy Gorod კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული გერმანული ჯგუფის Rammstein ფრონტმენმა, ტილ ლინდემანმა რუსულენოვან კომპოზიციაზე Lubimiy Gorod კლიპი გადაიღო. ჩანაწერი რეჟისორ ტიმურ ბეკმამბეტოვის ფილმის V2. Escape from Hell საუნდტრეკი გახლავთ. სურათი კინოეკრანებზე მიმდინარე წლის 29 აპრილს გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ სიმღერის ორგინალი ვერსია 1939 წელს რუსმა კინომსახიობმა და საესტრადო მომღერალმა, მარკ ბერნესმა შეასრულა.

► Rammstein-ის კლიპის გაზიარების გამო რუსეთში მამაკაცს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ტილ ლინდემანმა შემოქმედებითი კარიერა 1981 წელს დაიწყო. ის ცნობილი ჯგუფში Rammstein მოღვაწეობით გახდა. არტისტს კოლექტივთან ერთად 45 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. შემსრულებელს რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც აქვს ნათამაშები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული