Thumbnail

ნახეთ: DJ Khaled, Justin Bieber და 21 Savage კლიპში LET IT GO

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მაიამელი პროდიუსერი, დიჯეი ქალიდი განაგრძობს ახალგავრცელებული ალბომის Khaled Khaled პრომოუშენს და სტუდიური ნამუშევრის მორიგ სინგლზე LET IT GO გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. კოლაბორაციულ ჩანაწერში პოპვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი და პოპულარული ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი 21 Savage მონაწილეობენ.

► მოუსმინეთ: DJ Khaled ალბომს Khaled Khaled აქვეყნებს

► ნახეთ: DJ Khaled, Lil Baby და Lil Durk კლიპში EVERY CHANCE I GET

► ნახეთ: DJ Khaled, Migos და H.E.R. კლიპში WE GOING CRAZY 

წარმოშობით პალესტინელმა დიჯეი ქალიდმა შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. მან პოპულარობა სადებიუტო ალბომით Listennn... The Album მოიპოვა. ქალიდს ისეთ სუპერვარსკვლავებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, რიანა, დრეიქი, ლილ უეინი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, ჯასტინ ბიბერი და სხვები. დღეისთვის მაიამელი პროდიუსერის დისკოგრაფია 12 სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული