Thumbnail

მოუსმინეთ: Bebe Rexha ახალ ალბომს Better Mistakes ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ბიბი რექსამ რიგით მეორე სტუდიური ალბომი Better Mistakes გაავრცელა. 13 კომპოზიციისგან შემდგარ ჩანაწერში არაერთი ცნობილი არტისტი, მათ შორის, ტრევის ბარკერი, რიკ როსი, Ty Dolla Sign, Lil Uzi Vert და Doja Cat მონაწილეობენ.

► Bebe Rexha: გოგონებთან პაემანი მქონია, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც არიან

► Bebe Rexha: სიმღერას ვწერ და მინდა, ის BTS-მა შეასრულოს

აქამდე, მუსიკოსს სტუდიური ნამუშევრიდან სინგლები Baby, I'm Jealous, Sacrifice, Sabotage და Die for a Man ჰქონდა გავრცელებული.

 

ბიბი რექსამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2015 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი I Don't Wanna Grow Up გამოუშვა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა No Broken Hearts, I'm a Mess და Meant to Be მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული