Thumbnail

Metallica-ს ფრონტმენი, ჯეიმს ჰეტფილდი: ვაქცინაციას სკეპტიკურად ვუყურებ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის Metallica ვოკალისტმა, ჯეიმს ჰეტფილდმა რადიოწამყვან ჯონ მოგლის პოდკასტში The Fierce Life სტუმრობისას განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს სკეპტიკურად უყურებს. ამის გარდა, მუსიკოსმა ბენდის შესაძლო ტურნეზეც ისაუბრა. 

► ნახეთ: Metallica-ს წევრებმა NBA-ის მატჩის დაწყებამდე აშშ-ის ჰიმნი შეასრულეს

"წარმოდგენა არ მაქვს, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ტურნესთვის ყველას უსაფრთხობის უზრუნველყოფაა საჭირო, როგორც მსმენელების, ასევე ორგანიზატორებისა და მუსიკოსების. ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად ვარ განწყობილი, თუმცა, როგორც ჩანს, პროცესი დაწყებულია და ადამიანები იცრებიან, მათ შორის ჩემი მეგობრებიც. მე კი ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. იმედი მაქვს, რომ სადმე წასასვლელად კოვიდ პასპორტები არ დაგვჭირდება. თუ ასე მოხდება, გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. მახსოვს, აფრიკაში წასვლის წინ აგვცრეს. ასე რომ, ვაქცინაციასთან შეხება ადრეც მქონია, მაგრამ ბავშვობაში ჩემი რწმენის გამო აცრა არ გამიკეთებია. შესაბამისად, დღემდე მხოლოდ ერთხელ მაქვს შეყვანილი ვაქცინა - აფრიკაში მოგზაურობის წინ", - აღნიშნა ჰეტფილდმა, რომელიც საიენტიზმის მიმდევარია. 

ჯეიმს ჰეტფილდმა შემოქმედებითი კარიერა 1978 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ლეგენდარულ ჯგუფში Mettalica მოღვაწეობით მოიპოვა. არტისტმა ბენდთან ერთად 125 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა და გრემის პრესტიჟული ჯილდოს ცხრაჯერ მოგება მოახერხა. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone ჰეტფილდი ყველა დროის საუკეთესო გიტარისტებს შორისაც დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული