Thumbnail

ნახეთ: Coldplay-მ გადაცემაში American Idol კომპოზიცია Higher Power შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფი Coldplay ცნობილ ამერიკულ მუსიკალური კონკურსს American Idol ესტუმრა. არტისტებმა გადაცემაში თავისი ახალი სინგლი Higher Power შეასრულეს. კომპოზიცია კოლექტივის რიგით მეცხრე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის შესახებ დეტალებიც ამ ეტაპზე უცნობია.

► ნახეთ: Coldplay-მ ახალი კლიპი Higher Power გაავრცელა

აღსანიშნავია, რომ სიმღერის პრემიერა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შედგა, როდესაც ვიზუალური ნამუშევარი იქ მყოფმა ასტრონავტმა, ტომას პასკემ იხილა.

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. შვიდი გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული