Thumbnail

რობ მაკელჰენი: იმდენი მოვწიე, სნუპთან ერთად გადაღებები არ მახსოვს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ამერიკელმა მსახიობმა, რობ მაკელჰენიმ გამოცემისთვის NME მიცემულ ინტერვიუში კალიფორნიელ ჰიპ ჰოპ არტისტთან, სნუპ დოგთან მუშაობის გამოცდილების შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული რეპერი მასთან ერთად კომედიური ჟანრის ტელესერიალში Mythic Quest მონაწილეობს.

► სნუპ დოგმა ფილმის გადაღებისას მეთიუ მაკკონაჰის ნამდვილი მარიხუანა მოაწევინა 

► სნუპ დოგმა ახალ ტრეკში გაამხილა, რომ ბარაკ ობამასთან ერთად კანაფი აქვს მოწეული

► ნახეთ: Snoop Dogg-მა თეთრ სახლთან კანაფი მოწია და ტრამპს აგინა 

რობის თქმით, გადაღებების პროცესის უმეტესი ნაწილი მას საერთოდ არ ახსოვს, რადგან თითქმის მთელი ამ დროის განმავლობაში უკიდურესად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.  

"არ მახსოვს, იმ დღეს ძალიან დაბოლილი ვიყავი. უნდა ვაღიარო, სამუშაო დღის მთელი მეორე ნახევარი მარსის გარშემო ბედნიერი დავფრინავდი. ეს საოცარი და ძალიან სახალისო იყო", - იხუმრა მსახიობმა.

 

Mythic Quest ამერიკული მულტიმედია პლატფორმისთვის Apple TV+ შექმნილიკომედიური სერიალია, რომლის პრემიერაც 2020 წელს შედგა. მისი შექმნელი ჩარლი დეისთან და მეგან განზთან ერთად სწორედ რობ მაკელჰენი გახლავთ. ფილმში მოქმედება ყველა დროის ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშის მწარმოებელ სტუდიაში ვითარდება. რობი ამ ორგანიზაციის კრეატიული დირექტორის, იენ გრიმის როლს ასრულებს. რაც შეეხება სნუპ დოგს, მაყურებელს მისი ხილვის შესაძლებლობა სერიალის მეორე სეზონში ექნება, რომელიც 7 მაისიდან დაიწყო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული