Thumbnail

ნახეთ: პრინსის 2014 წელს პარიზში გამართული კონცერტის ჩანაწერი გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, პრინსის უკანასკნელი ევროპული ტურნეს Hit And Run Part II ფარგლებში, 2014 წლის 1 ივნისს ქალაქ პარიზში ჩატარებული კონცერტის ჩანაწერი გავრცელდა. არტისტი 21-წუთიან პერფორმანსში საკუთარ კომპოზიციებთან: Let’s Go Crazy, Take Me With U, Raspberry Beret, U Got The Look ერთად, თავისი ფანკ კოლექტივის The Time სინგლის Cool და საკულტო მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის ტრეკის Don’t Stop ‘Til You Get Enough მეშაფს ასრულებს.

► ნახეთ: პრინსის აკუსტიკური გიტარა Fender Gemini II აუქციონზე გაიყიდება

ჩანაწერი პრინსის კომპანიას The Prince Estate და ცნობილ საფეხბურთო კლუბს, "პარი სენ-ჟერმენს" შორის დაწყებული თანამშრომლობის აღსანიშნად გამოქვეყნდა.

პრინს როჯერს ნელსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1975 წელს დაიწყო, მისი მხარდამჭერი ბენდი The Revolution კი 1979-ში ჩამოაყალიბდა. გრემის პრესტიჟული ჯილდოს რვაგზის მფლობელმა არტისტმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. 2004 წელს მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2016 წელს პრინსი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზად ოპიოიდური პრეპარატით, ფენტანილით ზედოზირება დასახელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული