Thumbnail

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიამონტე კიავა ვალენტინ ჰარპერმა, ფსევდონიმით Saweetie, ახალი კომპოზიცია Fast (Motion) და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის სადებიუტო ალბომში Pretty Bitch Music იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2021 წლის ბოლომდე გამოიცემა. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი პროდიუსერთა დუეტი The Monarch გახლავთ.

► მოუსმინეთ: Saweetie ჩანაწერს Pretty Summer Playlist: Season 1 ავრცელებს

სოუითიმ მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო, 2018 წლის დასაწყისში კი ის ერთ-ერთი მსხვილი ლეიბლის Warner Bros. Records წევრი გახდა. იმავე წლის მარტში დიამონტემ სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი High Maintenance გაავრცელა, რომლის მთავარი სინგლიც ოქროს სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Icy Grl გახლავთ. 2019 წელს კალიფორნიელმა მსმენელს მეორე EP სახელწოდებით Icy შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული