Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსის პერფორმანსი გადაცემაში SNL

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, მაილი საირუსი პოპულარულ სატელევიზიო შოუს Saturday Night Live ესტუმრა. მუსიკოსმა გადაცემაში, რომლის წამყვანიც ამჯერად ილონ მასკი გახლდათ, საკუთარ კომპოზიციებთან: Plastic Hearts და Without You ერთად, ლეგენდარული არტისტის, დოლი პარტონის სიმღერის Light Of A Clear Blue Morning ქავერ ვერსიაც შეასრულა.

► ნახეთ: მაილი საირუსმა Queen-ის We Will Rock You შეასრულა

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული