Thumbnail

პოპულარულმა ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კოდაკ ბლექმა მსმენელს ახალი კომპოზიცია Rip Stick შესთავაზა. რეპერის კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა კოლეგები Pooh Shiesty და Syko Bob მონაწილეობენ. ვარაუდობენ, რომ ტრეკი მუსიკოსის მომავალი ალბომის ერთ-ერთი სინგლია.

Tory Lanez: კოდაკ ბლექი ცოცხალი ლეგენდაა

ნახეთ: Kodak Black - Easter In Miami

ნახეთ: Kodak Black - Righteous Reapers

კოდაკ ბლექმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა. ორი წლის შემდეგ კი კოდაკმა, რომელიც იმ დროისთვის ციხეში სასჯელს იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის იხდიდა, საპატიმროდან მესამე სტუდიური ნამუშევარი Bill Israel გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული