Thumbnail

ნიკ ქეივს ჰკითხეს, მოაქვს თუ არა ტანჯვას სარგებელი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ ავსტრალიელ მუსიკოსს, ნიკ ქეივს კანადელმა თაყვანისმცემელმა, სახელად პიტერმა ვებგვერდზე The Red Hand Files, რომელსაც არტისტი უკვე ორ წელზე მეტია, მსმენელებთან კომუნიკაციისთვის იყენებს, ასეთი შეკითხვა დაუსვა:

"რას ფიქრობთ ტანჯვით მიღებულ სარგებელზე? რამდენად ფასეულია ტანჯვა ჩვენთვის, როგორც ინდივიდებისთვის და ზოგადად, კაცობრიობისთვის მაშინ, როდესაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მას ისე ვზიდავთ, როგორც სულისშემძვრელად მძიმე ტვირთს?"

► ნიკ ქეივის რჩევა, როგორ დავძლიოთ თავდაჯერების ნაკლებობა

საპასუხო წერილში ქეივმა აღნიშნა, რომ ტანჯვით სარგებლის მისაღებად მნიშვნელოვანია, სწორი გზა ავირჩიოთ მასთან გასამკლავებლად.

“რა მოვუხერხოთ ტანჯვას? ჩემი გადმოსახედიდან, ორი არჩევანი გვაქვს - ან ტანჯვას სხვა რამედ გარდავქმნით, ან მას ჩავეჭიდებით და საბოლოოდ, სხვას გადავცემთ. ჩვენი ტკივილის ტრანსფორმაციისთვის საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ადამიანი იტანჯება. იმის გააზრებით, რომ ეს უნივერსალური, გამაერთიანებელი ძალაა, ჩვენ მეტ თანაგრძნობას გამოვიჩენთ სხვების მიმართ, რაც, გარკვეულწილად, ჩვენვე დაგვეხმარება, მივუტევოთ სამყაროსა და საკუთარ თავს. თანაგრძნობით ჩვენ  შევამცირებთ სამყაროში არსებულ ტანჯვას და გავაჯანსაღებთ მას. ეს ალქიმიური პროცესია, რომელიც ტკივილს სილამაზედ გარდაქმნის. ეს კარგია და ეს ლამაზია.

იმ შემთხვევაში კი, თუ მეორე გზას ავირჩევთ და ჩვენს ტკივილს სხვებს გადავცემთ ძალადობის, წამების, ზიზღის, მიზანთროპიის, ცინიზმის, ბრალდებებისა და მსხვერპლად ყოფნის ფორმით, სამყაროში მეტ ტანჯვას მივიღებთ. ყველაზე დიდი ცოდვა სწორედ ის არის, როდესაც ერთი ადამიანის ტანჯვა მეორეს გადაეცემა. ეს არც კარგია და არც ლამაზი.

ასე რომ, ტანჯვით მიღებული სარგებელი არის მის მიერ მოცემული შესაძლებლობა, გავხდეთ უკეთესი ადამიანები. ეს ჩვენს მიერ ცოდვების გამოსყიდვის მამოძრავებელი ძალაა", - წერს 63 წლის არტისტი.

► ნიკ ქეივი განმარტავს, რას ნიშნავს მისთვის თავისუფლება

► ნიკ ქეივმა ის კომპოზიციები დაასახელა, რომლებიც სურს, მის დაკრძალვაზე ჩართონ

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული