Thumbnail

ვიდეოთამაშში Fortnite ლედი გაგასა და არიანა გრანდეს კონცერტები უნდა გამართულიყო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული კომპიუტერული თამაშის Fortnite მწარმოებელ Epic Games-სა და კომპანია Apple-ს შორის მიმდინარე სასამართლო დავის მასალებიდან 94-გვერდიანი დოკუმენტი გასაჯაროვდა, რომელიც 2020 წლის ივნისით თარიღდება. საბუთებიდან ირკვევა, რომასული წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში "ფორტნაითში" ამერიკელი პოპვარსკვლავების, არიანა გრანდესა და ლედი გაგას, ასევე, ცნობილი კოლუმბიელი შემსრულებლის, ჯეი ბალვინის ვირტუალური კონცერტების გამართვა იგეგმებოდა.

► Travis Scott-ის ვირტუალურ კონცერტს Fortnite-ში რეკორდული აუდიტორია ჰყავდა

► ნახეთ: Marshmello-მ ვიდეოთამაშში Fortnite: Battle Royale პირველი ლაივ შოუ გამართა

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ოქტომბერში ჯეი ბალვინის კონცერტი მართლაც ჩატარდა, თუმცა არიანა გრანდესა და ლედი გაგას მონაწილეობით ღონისძიებები ამ დრომდე არ გამართულა. უმასპინძლებს თუ არა კომპიუტერული თამაში ამ ორი მუსიკოსის ვირტუალურ ივენთებს ჯერჯერობით უცნობია. 

გასული წლის აპრილში, ვიდეოთამაშში კონცერტი სახელწოდებით Astronomical პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტრევის სკოტმაც ჩაატარა. ვირტუალურ ღონისძიებას ერთდროულად 12,3 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო, რაც რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ. ამ შედეგით სკოტმა ამერიკელი დიჯეისა და პროდიუსერის, Marshmello- რეკორდი მოხსნა. 2019 წელს მარშმელოს მონაწილეობით გამართულ ივენთს თამაშის ერთდროულად 10,7 მილიონი მომხმარებელი ადევნებდა თვალს.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული