Thumbnail

ცნობილი ამერიკული ლეიბლი Jagjaguwar სტუდიის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რელიზების სერიის Jag Quarterly ფარგლებში რიგით მეორე ალბომის გამოცემას This Is a Mindfulness Drill აანონსებს.

ჩანაწერი ბრიტანელი ექსპერიმენტული მუსიკოსის, რიჩარდ იანგსის მიერ 1998 წელს გამოცემული ნამუშევრის Sapphie ალტერნატიული ვერსია იქნება. ალბომი, რომელიც გაყიდვაში 25 ივნისს ჩაეშვება, სასულე ინსტრუმენტების ორკესტრმა Hypnotic Brass Ensemble ჩაწერა, ვოკალისტებად კი ცნობილი არტისტები: მოზეს სამნი, შერონ ვან ეტენი და Perfume Genius არიან მიწვეულნი.

ზემოხსენებული ალბომის პირველი სინგლი Soon It Will Be Fire ლეიბლმა უკვე გამოაქვეყნა გამოაქვეყნა. მასში ვოკალისტად განური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი, მოზეს სამნი გვევლინება.

Hypnotic Brass Ensemble ქალაქ ჩიკაგოში 1999 წელს შეიქმნა. ორკესტრის შემადგენლობაში ცნობილი ამერიკელი ჯაზ მესაყვირის, ფილ კორანის რვა შვილი შედის. 2004 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ნამუშევარი Flipside გაავრცელეს. მათ ამ დრომდე ათზე მეტი ჩანაწერი აქვთ გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული