Thumbnail

ამერიკული ჯგუფები HEALTH და Nine Inch Nails ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალ კომპოზიციას Isn’t Everyone ავრცელებენ. ტრეკის პროდიუსინგზე ორი ბენდის წევრებმა ერთობლივად იმუშავეს, მიქსინგის ავტორი კი Nine Inch Nails-ის წევრი, ატიკუს როსი გახლავთ.

► ნახეთ: Nine Inch Nails-მა დევიდ ბოუის სიმღერა Fashion შეასრულა

HEALTH ლოს ანჯელესში 2005 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. ბენდის მუსიკალური მიმართულება ნოიზს, ექსპერიმენტულ როკსა და პოსტ როკს აერთიანებს.

Nine Inch Nails კი ვოკალისტმა და კომპოზიტორმა, ტრენტ რეზნორმა 1988 წელს დააარსა. ინდასტრიალ ჯგუფის კარიერა ოც მილიონამდე გაყიდულ ალბომსა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, მერილინ მენსონი და სხვები. ბენდს გრემის პრესტიული ჯილდო ორჯერ აქვს მოპოვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული