Thumbnail

ნახეთ: The Game თავის ფავორიტ 10 ცოცხალ რეპერს ასახელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეისონ ტეილორმა, ფსევდონიმით The Game, თავისი ფავორიტი ცოცხალი კოლეგების ათეული დაასახელა. გავლენიანმა დასავლელმა ემსიმ სია ტვიტერზე გამოაქვეყნა და იქვე დასძინა, რომ  ჩამონათვალში თავად არაა, თუმცა რეჩიტატივის კითხვაში ნებისმიერ მათგანთან გაჯიბრება შეუძლია.

The Game: რეპში ჩემი დამარცხება არცერთ კომპტონელ კოლეგას შეუძლია, ქენდრიქსაც კი

რჩეული რეპერების ჩამოთვლისას, The Game-მა საკუთარი თავი ქენდრიქ ლამარზე წინ დააყენა

გეიმმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ერთ წელიწადში არტისტი მისი ლეგენდარული კოლეგის, დოქტორ დრეს მიერ დაარსებული ლეიბლის Interscope Records წევრი გახდა. რეპერი ფართო საზოგადოებამ სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომით The Documentary გაიცნო. 2006 წელს გაყიდვაში შემსრულებლის მორიგი სტუდიური ნამუშევარი Doctor's Advocate ჩაეშვა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. 2019 წელს კომპტონელმა რეპერმა დისკოგრაფიის უკანასკნელი ალბომი Born 2 Rap გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული