Thumbnail

ახალგაზრდა ოჰაიოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაიკლ ლამარ უაითმა, ფსევდონიმით Trippie Redd, მსმენელს ახალი კომპოზიცია Miss The Rage და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი შესთავაზა. მაიკლის კოლაბორაციულ ჩანაწერში პოპულარული მამბლ რეპერი, ფლეიბოი ქართი მონაწილეობს. ტრეკი თრიფის მომავალი ალბომის TRIP AT KNIGHT ერთ-ერთი სინგლია.

Trippie Redd: ახლა თავს ლილ უეინივით ვგრძნობ

ნახეთ: Trippie Redd x Busta Rhymes – I Got You

თრიფი რედმა მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება 4 ოფიციალურ მიქსტეიპს, რვა EP-სა და 4 ალბომს აერთიანებს. შემსრულებლის პოპულარული კომპოზიციებია: Poles1469, Love Scars, Dark Knight Dummo და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული