Thumbnail

ნახეთ: ნოელ გალაჰერის ჯგუფის ახალი კლიპი მსახიობ მეთ სმიტის მონაწილეობით

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ნოელ გალაჰერის ჯგუფმა Noel Gallagher's High Flying Birds კომპოზიციაზე We're On Our Way Now გადაღებული შავ-თეთრი კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლში ცნობილი ინგლისელი მსახიობი, მეთ სმიტი და მოდელი გალა გორდონი მონაწილეობენ. ტრეკი კოლექტივის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაანონსებულ ჰიტების კრებულში Back The Way We Came: Vol 1 (2011-2021) შევა, რომელიც 11 ივნისს გამოიცემა.

► მოუსმინეთ: ნოელ გალაჰერის ჯგუფმა ჩანაწერი Blue Moon Rising გაავრცელა

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, Oasis-ის დაშლის შემდეგ, 2010 წელს ნოელმა საკუთარი ბენდი Noel Gallagher's High Flying Birds ჩამოაყალიბა. კოლექტივმა დღეისთვის რიგით მესამე სტუდიური ალბომი Who Built the Moon? 2017 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული