Thumbnail

ნახეთ: DJ Khaled, Migos და H.E.R. კლიპში WE GOING CRAZY

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი მაიამელი პროდიუსერი, დიჯეი ქალიდი მსმენელს ახალგავრცელებული ალბომის Khaled Khaled მორიგ სინგლზე WE GOING CRAZY გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. კოლაბორაციულ ნამუშევარში ახალგაზრდა არენბი შემსრულებელი H.E.R. და პოპულარული თრეფ გაერთიანება Migos მონაწილეობს.

მოუსმინეთ: DJ Khaled ალბომს Khaled Khaled აქვეყნებს

ნახეთ: DJ Khaled, Lil Baby და Lil Durk კლიპში EVERY CHANCE I GET

წარმოშობით პალესტინელმა არტისტმა შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. მან პოპულარობა სადებიუტო ალბომით Listennn... The Album მოიპოვა. ქალიდს ისეთ სუპერვარსკვლავებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, რიანა, დრეიქი, ლილ უეინი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, ჯასტინ ბიბერი და სხვები. დღეისთვის მაიამელი პროდიუსერის დისკოგრაფია 12 სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული