Thumbnail

ნახეთ: Coldplay-მ ახალი კლიპი Higher Power გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay ვიდეორგოლთან ერთად ახალი სინგლი Higher Power გაავრცელა. სიმღერის პროდიუსერი შვედი მუსიკოსი, მაქს მარტინი გახლავთ. კლიპის რეჟისორი კი პოლ დაგდეილია. ტრეკის პრემიერა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შედგა, როდესაც ვიზუალური ნამუშევარი იქ მყოფმა ასტრონავტმა, ტომას პასკემ იხილა.

კრის მარტინი: მეგონა, ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი, ეს სიმღერა რომ შემესრულებინა

კრის მარტინმა გაიხსენა, ვისზე ფიქრობდა სიმღერის Yellow შექმნისას

Coldplay ახალ ალბომზე Music Of The Spheres მუშაობს

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული