Thumbnail

თანამედროვე ჰიპ ჰოპის გამორჩეული გაერთიანების Top Dawg Entertainment წევრი, აიზეა რაშადი მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებულ ახალ კომპოზიციას Lay Wit Ya სთავაზობს. რეპერის შემოქმედებისთვის უჩვეულო თრეფ ჟღერადობის ბითის პროდიუსერი Hollywood Cole გახლავთ, რომელმაც ნამუშევარში ამავე მიმდინარეობის პიონერი კოლექტივის Three 6 Mafia კლასიკის Ridin’ n’ Tha Chevy სემპლი გამოიყენა.

მოუსმინეთ: Isaiah Rashad - Why Worry

ტრეკი ტენესელი რეპერის მომავალ ალბომში The House Is Burning შედის, რომელსაც აიზეა 5-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისში გამოაქვეყნებს.

რაშადმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. რეპერი 2013 წლიდან ლეიბლის TDE წევრია. ის ფართო საზოგადოებამ 2014 წლის მიქსტეიპით Cilvia Demo გაიცნო. ორი წლის შემდეგ კი არტისტმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი The Sun's Tirade ჩაუშვა. სტუდიურმა ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული