Thumbnail

ბრიტანელი ჰიპ ჰოპ არტისტი, სიმბიატუ აბიოლა, ფსევდონიმით Little Simz, ახალ კომპოზიციას Woman და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ლონდონელი არენბი შემსრულებელი Cleo Sol მონაწილეობს. სინგლი სიმზის მომავალ, რიგით მეოთხე ალბომში Sometimes I Might Be Introvert შევა, რომელიც 3 სექტემბერს გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი მუსიკოსი თავად გახლავთ.

ნახეთ: Little Simz - Introvert

Little Simz-მა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ამავე წელს გავრცელებული მიქსტეიპით STRATOSPHERE გახდა. დღემდე მუსიკოსმა სამი სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც განსაკუთრებული მოწონება 2015 წლის ჩანაწერმა A Curious Tale Of Trials + Persons დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული