Thumbnail

ბილი აილიშს ჰკითხეს, რომელ გარდაცვლილ მუსიკოსთან ჩაწერდა დუეტს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ბრიტანული Vogue-ის ვიდეოინტერვიუში ცნობილი ადამიანების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი, იტალიელი დიზაინერი, რიკარდო ტიში დაინტერესდა, თუ რომელ გარდაცვლილ არტისტთან ისურვებდა 19 წლის გოგონა დუეტში სიმღერას.

ნახეთ: ბილი აილიში ცნობილი ადამიანების შეკითხვებს პასუხობს

ბილი აილიშმა გაამხილა, რომ მოზარდობისას მასზე იძალადეს

"კარგი შეკითხვაა. ემი უაინჰაუსი - ეს კლასიკაა. ვფიქრობ, ყველა მის სახელს იტყოდა, მაგრამ, პირველ რიგში, ფრენკ სინატრა იქნებოდა ის, ვისთან დუეტსაც ვისურვებდი", - უპასუხა აილიშმა.

ბილი აილიშმა ინსტაგრამზე რეკორდი დაამყარა

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული