Thumbnail

ჩრდილოკაროლინელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერმეინ ლამარ ქოულმა, ფსევდონიმით J. Cole, ახალი კომპოზიცია Interlude გამოაქვეყნა. მასთან ერთად ნამუშევრის პროდიუსერები მუსიკოსები Tommy Parker და T-Minus არიან. ტრეკი გავლენიანი ემსის მომავალი ალბომის The Off-Season სინგლია. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 14 მაისს ჩაეშვება.

J. Cole: კოლეგების ტრეკებში აღარ მივიღებ მონაწილეობას

ქოულმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. რამდენიმე წარმატებული მიქსტეიპის შემდეგ, ქოული ჯეი ზის ლეიბლს Roc Nation შეუერთდა, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი Cole World: The Sideline Story გამოიცა. დღეისთვის რეპერის ანგარიშზე 5 სტუდიური ნამუშევარია. კრიტიკოსები მათგან საუკეთესოდ ჯერმეინის რიგით მესამე ალბომს 2014 Forest Hills Drive ასახელებენ. მუსიკოსის ბოლო ჩანაწერი K.O.D. კი გაყიდვაში 2018 წლის აპრილში ჩაეშვა.

სოლო კარიერის პარალელურად, ჯერმეინმა ჰიპ ჰოპ გაერთიანება და ლეიბლი Dreamville Records ჩამოაყალიბა, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდა რეპერები Bas, Cozz, Omen, Lute, Ari Lennox, EarthGang და J.I.D ერთიანებიან. დღემდე "დრიმვილმა" 3 კომპილაციური ალბომი გაავრცელა. კოლექტივმა ბოლო მათგანი ROTD3 2019 წელს გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული